LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა

144

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამოფენის მნიშვნელოვანი სიახლეა ახლად შეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“. მოედანზე ასევე, წარმოდგენილი იქნება: ეჯდერი, GM 403, MaxPro, რაფაელი, დანა, ლარ-160, „ჩინგორი“, „დიდგორი“, „ლაზიკა“, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, „ჰამერი“, RM-70; GMM-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი.

ამასთან, ფიცის დადებისთვის ემზადება საქართველოს შეიარაღებული ძალების საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა. 26 მაისს 366 რეკრუტი და 123 წვევამდელი სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან, წვრთნისა და შეფასების ცენტრის JTEC (CTC) ინსტრუქტორთა შემადგენლობა, DRILL სერჟანტთა კოლოფი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, ქართულ-ამერიკული პროექტის – „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში“ (GDRP) მონაწილე 43-ე ბატალიონი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორები და რეკრუტების 6 კოლოფი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კოლოფი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ სამხედრო ფორმებით მიიღებს მონაწილეობას.

დღესვე, რეპეტიცია გაიარა ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა და სარიტუალო ასეულმა.

სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინება შემდეგ ქალაქებში: თელავი, რუსთავი, მარნეული, მცხეთა, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ამბროლაური და საჩხერე.

პოპულალურები