LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბრიუსელში იმყოფება

74
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, ბრიუსელში იმყოფება.

ოფიციალური შეხვედრები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, ასოცირებული ტრიოს ფორმატში, ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, სამი ქვეყნის მთავრობის მეთაურები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან.

რაც შეეხება დისკუსიის საკითხებს, მთავარი განსახილველი თემა იქნება 15 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომლის დეკლარაციაში მნიშვნელოვანია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის პრიორიტეტული საკითხებისა და მოლოდინების ასახვა.

ირაკლი ღარიბაშვილი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის ამბიციურ გეგმაზე, რომელიც 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს.

სამი ქვეყნის ლიდერები, ევროკავშირში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ ერთობლივ პოზიციას, რომ მნიშვნელოვანია, სამიტმა ახალი შესაძლებლობები გაუხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები