LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკური კლიმატი გაუარესდა

86
foreqsis-safondo-birjis-shedarevba

2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ეკონომიკური კლიმატი გაუარესდა, 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.

კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG-ის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში ქართველმა ეკონომისტებმა უარყოფითად შეაფასეს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება გაუარესდა, 2020 წლის პირველ და მეოთხე კვარტლებთან შედარებით. მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის მსგავსად, ქართველ ეკონომისტებს უარყოფითი მოლოდინები აქვთ საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. ნიშანდობლივია, რომ მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები თითქმის იდენტურია 2020 წლის მეოთხე კვარტალში არსებული მოლოდინების.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები