LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის მთავარი პრობლემაა: სანდრო რაქვიაშვილი

85
a32890-38765-1622113993307910b

„გირჩი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის მთავარი პრობლემაა. ამის შესახებ პარტიის წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

როგორც რაქვიაშვილი ამბობს, ეროვნულ ბანკზე არანაირი კონტროლის ბერკეტი არ არსებობს. „გირჩი“-ს წევრი თვლის, რომ სებ-მა უნდა შეცვალოს დამოკიდებულება პარლამენტისა და მოქალაქეების მიმართ.

გირჩს რომ ვკითხოთ, ეგენი საერთოდ ეროვნული ბანკის გაუქმების მომხრეები არიან: გიორგი კეპულაძე

„ზოგადად მათი დამოკიდებულება შესაცვლელია პარლამენტის, მოქალაქეების მიმართ. არანაირი კონტროლის ბერკეტი არ არსებობს ეროვნულ ბანკზე და სამწუხაროდ ამით სარგებლობენ. ეროვნულ ბანკს თავისი სტილი აქვს ჩამოყალიბებული, რომ ის არაფერში დამნაშავე არ არის. საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის მთავარი პრობლემაა. ის უნდა გახდეს საზოგადოების კრიტიკის და წნეხის ობიექტი.

მარტივად რომ ვთქვათ, ეროვნული ბანკი ფულს ბეჭდავს და რაც მეტს ბეჭდავს, მით უფრო მეტად უფასურდება ლარი. ალბათ გახსოვთ კუპონების ისტორია. ფულის ბეჭდვას თავისი არგუმენტები აქვს, ის შეიძლება ბანკებს, მთავრობას ეხმარებოდეს, მაგრამ ამას ნეგატიური ეფექტები მოყვება იმ მოქალაქეებში ვისაც ფიქსირებული ხელფასი აქვს.

სებ-ი არასოდეს საუბრობს იმ ადამიანებზე ვინც ზარალდება, თუმცა ამ ჯგუფების გამოვლინება მისი ვალდებულებაა“,-განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები