LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საქართველოს ეროვნული ლატარიის” განცხადება – ითამაშეთ ლატარია ონლაინ www.lotto.ge-ზე

191
fff

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ამასთანავე, საკუთარი მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, 21 მარტიდან, „საქართველოს ეროვნული ლატარიის” და საქართველოს ფოსტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ლატარიის ჯიხურები მთელი საქართველოს მასშტაბით იხურება.

ასევე, დროებით ჩერდება კომპანიის სერვისცენტრების ფუნქციონირება, რომლებიც განლაგებულია დიდ სავაჭრო ცენტრებში.  ჩვენი კომპანიისთვის უპირველესი გახლავთ ადამიანების ჯანმრთელობა და სწორედ ამიტომ, გადავდივართ გაყიდვების ონლაინ რეჟიმში, კერძოდ, ,,ლოტო 6/42“-ის და ყოველდღიური ლოტო „5/35-ოქროს ბურთის” ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე https://lotto.ge/, რისთვისაც კომპანიის საიტზე  უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და ვერიფიცირება.

რაც შეეხება ჩვენს მომენტალურ გადასაფხეკ ლატარიას – საგანგებო მდგომარეობის პირობებში მათი შეძენა მომხმარებლებს შეუძლიათ სასურსათო ქსელებში – კარფური, მაგნიტი, სპარი, ზღაპარი; ,,ავერსის” აფთიაქებში  და ბენზინგასამართ სადგურ ,,გალფის” სტორებში. მოგებული 100 ლარამდე თანხის  განაღდება კი შესაძლებელია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში, ხოლო სხვა მოგებების – ”თიბისი ბანკის” ფილიალებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კომპანიის საინფორმაციო ცენტრში შემდეგ ნომერზე 0322 007700;

საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ ჯანმრთელობას!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები