LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ევრობასკეტის მასპინძლობა სურს: ლიეტუვა ჩვენსკენაა

103
LJqNkWTOiU6A9zZw1QXyJA

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე საქართველომ ოფიციალური განაცხადი წარადგინა.

კალათბურთის ფედერაციამ ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობაზე სურვილი რამდენიმე თვის წინ გამოთქვა, 15 მარტს კი ეს სურვილი ფიბა ევროპის ოფისში ოფიციალურად დააფიქსირა. აღნიშნულ თემას უკავშირდება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის ვიზიტი ლიეტუვაში, სადაც ფედერაციის ხელმძღვანელობა ოფიციალურად შეხვდა ლიეტუვის ფედერაციის პრეზიდენტს და მსოფლიო კალათბურთის გამორჩეულ ფიგურას არვიდას საბონისს.

რა სამუშაო გასწია ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობაზე და რა პროცედურები იყო ამ ყველაფრისთვის საჭირო?

კალათბურთის ფედერაციამ გააკეთა ოფიციალური განაცხადი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის თაობაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით სახელმწიფოსთან ერთად და ამ პროცესში ყველა სამთავრობო უწყება იღებდა მონაწილეობას. განაცხადთან ერთად წარმოდგენილი იქნა საგარანტიო წერილები ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მზადყოფნის შესახებ.

რატომ გაუჩნდა საქართველოს განაცხადის გაკეთების სურვილი და რა შანსები აქვს ჩვენს ქვეყანას გახდეს მსგავსი ტიპის პრესტიჟული ტურნირი მასპინძელი?

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 4-ჯერ იასპარეზა და საკმაოდ წარმატებულად. ჩვენს ქვეყანას სულ ცოტა დააკლდა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრილიყო და ყველამ გაიგო, რომ საქართველო ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე. საქართველოში ხალხს უყვარს კალათბურთი და გულშემატკივრობს. საორგანიზაციო კუთხით ჩვენ არ გვაკლია გამოცდილება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მასპინძლობისას ფიბასგან არა ერთხელ დავიმსახურეთ მაღალი შეფასება. ამასთან, 2021 წელს ჩვენ ნაკრებს პოტენციალი ექნება არა მხოლოდ მიიღოს მონაწილეობა, არამედ მაღალ შედეგებს მიაღწიოს.

როდის იქნება ფიბა ევროპის მიერ გადაწყვეტილება მიღებული მასპინძლობის თაობაზე?

25 მაისს ჩატარდება ფიბა ევროპის პრეზიდენტის არჩევნები, ახალ პრეზიდენტთან ერთად შეიკრიბება ბორდი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს.

ლიეტუვაში ვიზიტის მთავარი მიზანი რა იყო?

ლიეტუვა ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო მათ გაეზიარებინათ ის დიდი გამოცდილება, რაც 2011 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობით მიიღეს. მე გავეცანი სწორედ ამ კუთხით მუშაობას – ვნახე ჟალგირისის არენა, ვილნიუსში სიმენს არენა, კლაიპედას არენა, დავესწარი უამრავ მატჩს, დავათვალიერე ყველა ის ობიექტი, რომელთა აშენებასაც, ბიძგი მისცა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობამ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ეს იქნება ახალი ბიძგი და მუხტი იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, აშენდეს ახალი ობიექტები, სავარჯიშო დარბაზები. არვიდას საბონისი ჩვენი განაცხადის შესახებ საქმის კურსშია და მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ჩვენ სხვა ქვეყნებისგანაც გვაქვს მხარდაჭერა.

 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია შეუერთდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს. ამ დღის აღმნიშნვნელი ტრადიციული სიმბოლო ჭრელი წინდაა. სუპერლიგის მოთამაშეები კამპანიას საქართველოს თასის მეოთხედფინალურ მატჩზე (კაკტუსი-ქუთაისი) შეურთდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები