LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფოსტა გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს უფასოდ დაარიგებს

69
22798556d3058236cede24a142d37503-XL

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს „საქართველოს ფოსტის“ კურიერების მეშვეობით, საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ.

სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ დარიგდება.

არასრულწლოვნებს ასევე მიეწოდებათ საქართველოში დამზადებული პირბადეები.

ბინაზე მომსახურების სერვისი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლობით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტის კურიერები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს ბინაზე ემსახურებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები