LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით Microsoft-ის წარმომადგენლები ეწვივნენ

78

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ტექნოპარკში კომპანია Microsoft – ის წარმომადგენლებთან, ალექსანდრე ლოჟკინთან (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ხელმძღვანელი) და ვილფრედ ჰერმანთან (დსთ-ს რეგიონის განვითარების ხელმძღვანელი) შეხვედრა გაიმართა.

როგორც ”ფორტუნას” ტექნოპარკიდან აცნობეს, შეხვედრის თემა იყო, თუ როგორ ეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები ბიზნესის განვითარებას. შეხვედრის განმავლობაში კომპანია Microsoft – ის წარმომადგენლებმა გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება სტუმრებს, ისაუბრეს იმის შესახებ , თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიები ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის.

ამასთან, შეხვედრაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ Microsoft – ის წარმომადგენლებთან პირადი კომუნიკაცია დაემყარებინათ და  დაესვათ ნებისმიერი კითხვა, რაც შემდეგ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებოდათ.

როგორც ტექნოპარკში განმარტეს, მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მომავალშიც აქტიურად განახორციელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები