LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ერთ საავადმყოფოს ვერ დაიცავს, ხვდებით ხომ, რა კატასტროფაში ვართ! – ხიდაშელი

309
Untitled design (84)

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხის განხილვისას ამბობს, რომ კატასტროფა ხდება ქვეყანაში, რადგან სახელმწიფოს ერთი კლინიკის დაცვის პრობლემა აქვს.

„ხვდებით ხომ, რა კატასტროფაში ვართ!
ხელისუფლება ამბობს, სამოქალაქო საავადმყოფოში ვერ გადავიყვან, უსაფრთხოების პრობლემააო.
ანუ დავმარცვლოთ:
– საქართველოს, ანუ ქვეყანას რომლის ნაწილიც ოკუპირებულია;
– ჰყავს ხელისუფლება რომელიც ამბობს, რომ ერთ საავადმყოფოს ვერ დაიცავს;
– ერთ საავადმყოფოს!!!
და ამას ხშირად და სხაპასხუპით იმეორებენ.
– და არსებობს ხალხი, რომელიც მერე ამ სიბეჩავეს ყელმოღერებული იმეორებს;
– და ეხლა აქ შემოცვივდებიან და ლანძღვას დაიწყებენ იმის იმედით რომ ასეთი ბეჩავი ხელისუფლების მხარდამჭერისგან რამე უნდა მეწყინოს“. – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები