LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ გვყავს ნობელის პრემიის გამარჯვებული პაციენტის სანახავად და ჯერ კიდევ არ უშვებენ“ – სააკაშვილი ამერიკელი ადვოკატი

119
BeFunky-collage

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატი ითხოვს, ამერიკელ ექიმს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცენ.

„ჩვენ გვყავს ექიმი ჯეიმს კობი, რომელმაც მიიღო ნობელის პრიზი, რომელიც არის აქ და ელოდება სააკაშვილის ნახვას, მაგრამ ჯერ არ გვაქვს თანხმობა, რომ შემოვიდეს პრეზიდენტ სააკაშვილის სანახავად. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ გვყავს ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული პაციენტის სანახავად და ჯერ კიდევ არ უშვებენ”, – აღნიშნა მასიმო დანჯელომ კლინიკა „ვივამედთან“.

მანვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნებართვის მისაღებად აშშ-ს და უკრაინის საელჩოებთანაც მუშაობენ.

ხაჭაპურიძე სააკაშვილის ამერიკელ ადვოკატზე: ჩვენი კანონმდებლობით, პროცესზე გამოსვლის უფლება არ ექნება, ამიტომ სასამართლოში „სასამართლო მეგობრის” დასკვნას წარმოადგენს

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ხვალ კლინიკაში სააკაშვილის მოსანახულებლად ნევროლოგი უნდა შევიდეს.

 

მთავარ სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები