LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს „ლოქდაუნი“ დღეში 16 მილიონი ლარი უჯდება – Galt&Taggart

86
daketilia-620x330

საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart-ის გათვლებით, საქართველოს „ლოქდაუნი“ დღეში 16 მილიონი ლარი უჯდება. ჯამურად, ჩაკეტვის გამო, კი ქვეყნის ეკონომიკამ გასულ წელს მილიარდი ლარი დაკარგა.

საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart-ის შეფასებითვე, 2020 წელს საქართველოში ე.წ. ლოქდაუნი რომ არ დაწესებულიყო ეკონომიკური ვარდნა 4.1% იქნებოდა და არა 6.1%.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, საინვესტიციო ბანკში მიაჩნიათ, რომ 2021 წელს საბაზო სცენარით ზრდა 5% იქნება, პესიმისტურით კი 3.6%. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ეკონომიკური ვარდნა 6%-ზე მაღალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს საბაზო გათვლითაც ვერ დაუბრუნდება პანდემიამდელ მაჩვენებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები