LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

100
1568597886-0-292-2895-1920-600x0-80-0-0-43f323234cbf48e0f3966a39b89e0e90

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ახალი კორონავირუსის ახალი შემთხვევები იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე, დღეის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში 63 დაინფიცირებული ადამიანია დაფიქსირებული. აქედან არც ერთი გამოჯანმრთელებული.

თურქეთში ახალი კორონავირუსის კიდევ 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 18-მდე გაიზარდა. არც თურქეთს ყავს ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებული პაციენტი.

“კოვიდ-19”-ით დაინფიცირებულთა შემთხვევები ბოლოს 24 საათში გაიზარდა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.  სომხეთში დარეგისტრირებულმა შემთხვევებმა 30-ს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანში მთლიანობაში 18 დაინფიცირებული ადამიანია დაფიქსირებული.

მსოფლიოს უკვე 78 ათასამდე გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს – კორონავირუსის ახალი მონაცემები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები