LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეები კარანტინის გარეშე ქვეყანაში შემოსვლას, სავარაუდოდ, ხვალიდან შეძლებენ

111
dubai-airport-screening-2-2020-07-21-07-01-25-942231

საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო კარანტინის გარეშე, PCR ტესტის საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლას, სავარაუდოდ, ხვალიდან შეძლებენ. როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, ამის შემდეგ მოქალაქეები თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ.

„ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან დიდი ალბათობით უკვე ხვალიდან ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური PCR ტესტის ცნობით შემოვიდნენ ქვეყანაში. ესეც საკმაოდ დადებითი ცვლილებაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად გააქტიურდება თუნდაც იგივე ბიზნესი, ვიზიტები საქართველოში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე განმარტებით, მთავარი არის ის, რომ სავალდებულო კარანტინი ადამიანის სურვილით შეიძლება ჩანაცვლდეს PCR ტესტით. „თუ ვინმეს არ აქვს საშუალება, შესაძლებლობა, დრო, რომ მოიპოვოს PCR ტესტი, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლავაც უფასოდ მოვემსახურებით კარანტინებით,“- დასძინა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები