LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში ერთ ვიზიტზე საშუალოდ 735 ლარს ხარჯავენ

84
Young tourist couple sitting in front of Eiffel tower in Paris France

2020 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების  619.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 8.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 452.5 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7 პროცენტით არის შემცირებული.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 241.5 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა, 44.7 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს 31-50 წლის რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 40.4 პროცენტს შეადგენდა.

2020 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 34.5 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 176.7 ათასი და 104.8 ათასი ვიზიტი.

2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.9 ღამე შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.4 ღამე) 14.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 96.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 332.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2019 წლის I კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით შემცირდა და 735.6 ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები