მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს შს მინისტრმა მედიაში გავრცელებულ მასალაზე, სადაც რუსული სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილებია ასახული, კომენტარი გააკეთა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს საზღვრები ყველა მიმართულებით დაკეტილია, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს აქვთ შემოსვლის უფლება და მათთან ერთად, მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. მინისტრის თქმით, საქართველოში პანდემიის პერიოდში რუსეთის არაერთი მოქალაქე დარჩა და მათ ქვეყანაში დარჩენის ლეგიტიმური უფლება გააჩნიათ.

„ბოლო დროს სოციალურ ქსელებში, ასევე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოს საზღვრები გახსნილია. აქცენტი გაკეთებული იყო რუსეთზე, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოდიან ავტომობილებით. მინდა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ საზღვრები დაკეტილია ყველა მიმართულებით. მხოლოდ და მხოლოდ გახსნილია იმ შემთხვევაში, როდესაც შემოდის ჩვენი მოქალაქე, ყველა მათგანი ორკვირიან კარანტინში მიდის. ესენი უმეტესად არიან ორმაგი მოქალაქეები, ასევე საქართველოს მოქალაქეების შვილები ან მეუღლეები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ – ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ისინი უკან გავაბრუნოთ. თუ მშობელი ორმაგი მოქალაქეა, შვილს სხვა ქვეყანაში ვერ დავტოვებთ. ამიტომ ხდება ეს, რაც გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რომ რუსული ნომრებით დადიან მანქანები და რუსეთის მოქალაქეები. ასევე, რუსეთის ბევრი მოქალაქეა საქართველოში ისეთი, ვინც კორონავირუსის დროს არ წავიდა და დარჩა საქართველოში, ისინი ლეგალურად არიან და მათ იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან“, – განაცხადა მინისტრმა.

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05