LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში მოგზაურობა მარტივდება

1082
რ

14 აპრილიდან ტურისტული მიზნით ტაილანდის სამეფოში მიმავალი საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის, Visa on Arrival რეჟიმი ამოქმედდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 14 მარტიდან ორივე ქვეყნის დიპლომატიური და ოფიციალური, ასევე სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს წინასწარი ვიზის აღება აღარ ესაჭიროებათ. საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი 2018 წლის 26 სექტემბერს მოეწერა .

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები