LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთიდანაც დააბრუნებენ

63
58902357-663924874054680-8319632341349695488-o

ავიაკომპანია Myway Airlines ბულგარეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისს განახორციელებს.

სპეციალური რეისით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან, საქართველოს ასამდე მოქალაქის ჩამოყვანა იგეგმება.

აღნიშნული ფრენა, 1 აპრილს ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 საათზე დაეშვება.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს. მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე 100 ევროს შეადგენს.

➡️ავიარეისზე ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ავიაკომპანიას: ✉️[email protected]  +995 32 2 242000

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით ხელმღვანელობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები