LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში კარანტინის გავლა არ მოუწევთ

232
240125341

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

“აღსანიშნავია, პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა არ არის ამ სიაში და, შესაბამისად, საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის არ დგება კარანტინში გადასვლის აუცილებლობა”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია დავით ზალკალიანს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა შეხვედრაზე გააცნო.

“მოხარული ვარ, ოფიციალურად გაგვეცხადებინა, რომ გერმანია ასრულებს საკარანტინო მოთხოვნებს საქართველოდან მომავალი მგზავრებისთვის.
ეს, ბუნებრივია, ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას. ჯერ ისევ ძალაში რჩება ევროკავშირის აკრძალვა შემოსვლაზე, თუმცა საქართველოსა და ევროკავშირში არსებული პოზიტიური განვითარებების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები უახლოესი კვირების განმავლობაში გადაიჭრება,”- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები