LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეებს ლონდონიდანაც ჩამოიყვანენ – ახალი რეისები დაიგეგმა

193
16776814-1467862853259158-1880220952-o

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით დაგეგმილი საერთაშორისო რეისების ფარგლებში, 26 მარტს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განახორციელა ფრენა თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით. ბორტზე იმყოფებოდა 175 მგზავრი, მათგან 21 (ავსტრიიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან) განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული რეისების ფარგლებში უახლოეს მომავალში, კერძოდ 31 მარტს შესრულდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი, იგივე პრინციპით, ანუ გამოემგზავრებიან გაუქმებული გეგმიური რეისის მგზავრები. შემდგომ კი განრიგის თანახმად შესრულდება თბილისი- ვარშავა – თბილისი (3 აპრილი), თბილისი-ათენი-თბილისი (7 აპრილი), თბილისი-ლარნაკა-თბილისი (10 აპრილი).

აღნიშნულ რეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, რეისის შესრულების თარიღიდან 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „ჯორჯიან ეარვეიზის“ ვებ-გვერდზე.

აღნიშნული რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ პორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „აირზენას“ ვებ-გვერდებზე.

ამასთან, ქართული და პოლონური მხარის ერთობლივი ძალისხმევით, პოლონური ავიაკომპანია ლოტი, რომელიც შეასრულებს ვარშავათბილისივარშავას რეისს საქართველოში მყოფი პოლონეთის მოქალაქეების გასამგზავრებლად, 28 მარტს განახორციელებს ფრენას საქართველოს მიმართულებით. აღნიშნულ რეისზე ბილეთები ხელმისაწვდომია კომპანია „ლოტის“ გაყიდვების საიტზე. აღნიშნული რეისიც შესრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

ასევე მიმდინარე წლის 4 აპრილს კომპანია საქართველოს ავიახაზები განახორციელებს მის მიერ დანიშნულ გეგმიურ რეისის თბილისილონდონითბილისის მიმართულებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები