თურქული მხარის გადაწყვეტილებით,თურქეთში შესვლის წესები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო თურქეთში ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ივნისიდან თურქეთის რესპუბლიკაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემომსვლელთათვის მოიხსნა “Covid-19” ვაქცინაციის  სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საკონტაქტო ინფორმაციაც ახლავს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

ტეგები: თურქეთი

მსგავსი თემები