LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს მთავარი პრობლემა უმდიდრესი მოქალაქე და მისი დე ფაქტო მმართველია”- Bloomberg

109
70129289-2506069742786289-7408031876440391680-n

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სტატიას ქვეყნებს გამოცემა Bloomberg და სიტუაციას აფასებს, როგორც პოლიტიკურ კრიზისს. გამოცემაში აღნიშნულია, რომ ვითარებამ საქართველოში შესაძლოა დემოკრატიის საფრთხე შექმნას, ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს საქართველოს არაფორმალურ მმართველს დაეკისროს პასუხისმგებლობა.

“ამჟამად საქართველოს მთავარი პრობლემა უმდიდრესი მოქალაქე და მისი დე ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილია. გახარია კი მის სურვილებს ემსახურება,” – წერია სტატიაში.

ავტორი პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდების შემდეგ საპროტესტო გამოსვლებსა და ამერიკელი კონგრესმენების წერილებზეც წერს. მისი თქმით, შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბევრად ეფექტიანი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ შეშფოთებას უშუალოდ ივანიშვილის მისამართით გამოთქვამდნენ.

“პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე” – ამერიკელი კონგრესმენის წერილი გახარიას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები