LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობა ჩარტერული რეისების სუბსიდირებაზე მაქსიმუმ 261 000 ევროს დახარჯავს

99
FB978201-2FA6-4F73-BBA2-DAEF7A9CDD18-w1200-r1

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირებისთვის, ჯამურად არაუმეტეს 261 000 ევრო დაიხარჯება (ეკვივალენტი ლარის ოდენობით). ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. მთავრობის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

„8​8. სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად არაუმეტეს 261,000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 25 − „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება“ ფარგლებში. აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით“,- ნათქვამია განკარგულებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები