LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობის მესიჯბოქსი, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომზე გადის, სრული სიცრუეა… ყველას გვინდა, იყოს მშვიდობა – გონჩარენკო

96
1611490323_Олексій Гончаренко

“საქართველოს მთავრობის მესიჯბოქსი, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომზე გადის, სრული სიცრუეა… ყველას გვინდა, იყოს მშვიდობა” – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

“მე არ ვუსურვებ არავის, რომ საქართველოში ისეთი საშინელება მოხდეს, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ეს საშინელებაა. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, მოსახლეობამ მშვიდობიან გარემოში იცხოვროს. ვფიქრობ, რომ უკრაინამ კანდიდატი წევრის სტატუსი ძალიან მტკივნეულად მოიპოვა. საქართველოს შეეძლო ეს გზა უფრო მარტივად გაევლო, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები არ იყო შესაბამისი, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო. აქედან გამომდინარე, მთავრობის მესიჯბოქსი, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომზე გადის, სრული სიცრუეა. ჩვენ ყველას გვინდა იყოს მშვიდობა და ამის ნათელი მაგალითია მოლდოვა, რომელმაც ეს სტატუსი ომის გარეშე მიიღო და ვუსურვებ საქართველოსაც, რომ ეს სტატუსი ომის გარეშე მიიღოს.

მოლდოვაში არ ყოფილა ახალი მარიუპოლი, თუმცა მან მიიღო კანდიდატი წევრის სტატუსი. დიახ, უკრაინაში, სამწუხაროდ, მოხდა მარიუპოლი თუმცა უკრაინელმა ერმა გმირული ბრძოლის შემდეგ მიიღო ეს სტატუსი. თავიდანვე საუბარი იყო, რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი სამ ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს უნდა მიეღო. ისინი ერთად მოქმედებდნენ, ერთ გზაზე იყვნენ. დღეს მინდა ყველას ვუთხრა, რომ ახალი მარიუპოლი არ არის საჭირო არც საქართველოში, არც უკრაინაში და არც მოლდოვაში, რომ ევროპის გზაზე ვიმოძრაოთ და მივიღოთ სტატუსი. რაც მოხდა, სამწუხაროდ, ეს მოხდა მხოლოდ უკრაინაში. საქართველომ, წლების განმავლობაში, ამ გზაზე იმოძრავა და ეს საკმარისი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მსგავსი რამ არ ყოფილა”, – ამბობს გონჩარენკო.

მისივე თმით, იმ პირთა ვინაობა, ვისაც სანქციები უნდა შეეხოს, ჯერჯერობით ცნობილი არაა.

“საქართველოს მხარს ყოველთვის ვუჭერდი და მხარდაჭერა ყოველთვის გაგრძელდება. ვთვლი, რომ ვითარება, სადაც დღეს საქართველო იმყოფება ხელისუფლების გამო, ძალიან ცუდია. რაც შეეხება სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, კონკრეტული სიაა თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ გვაქვს. ვინ მოხვდება სანქციებულთა ჩამონათვალში, ამ ინფორმაციას მე არ ვფლობ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე გახდება ცნობილი”, – თქვა გონჩარენკომ.

“მთავარი არხის” სინქრონული თარგმანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები