საქართველოს დღეიდან ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თანამდებობებს იკავებენ ივანე მაჭავარიანი და დავით ზალკალიანი.

შეგახსენებთ, დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა უწყებას ხელმძღვანელობს, ხოლო ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ რეგულაციების შემსუბუქებაზე, რომელიც ქვეყანაში დღეიდან, ეტაპობრივად ამოქმედდება.

 

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები