საქართველოს პრეზიდენტი ანა დოლიძის გადაწყვეტილებას ელოდება. სალომე ზურაბიშვილის თქმით,  მას დოლიძის გათავისუფლების უფლება არ აქვს და მისგან “ღირსეულ და დროულ გადაწყვეტილებას” ელოდება.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ “პირმა, რომელსაც უკავია მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა თავად უნდა იცოდეს სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის”.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება, თუმცა დოლიძე კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. უცნობია, დატოვებს თუ არა ის ამ პოზიციას.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები