LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადაა უკრაინასთან ძველი მეგობრული ურთიერთობა განაახლოს

85
salomezurabishviliertia

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადაა უკრაინასთან ძველი მეგობრული ურთიერთობა განაახლოს და ქვეყანას ვიზიტით ეწვიოს. ამის თემაზე პრეზიდენტმა განცხადება პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ გამართულ დისკუსიაზე გააკეთა.

მისი თქმით, ცრუ, ან დამახინჯებული ახალი ამბების მიღმა  არის რეალური ამბებიც, რომლებიც მიზნად ისახავს ურთიერთობების შეფერხებას.

„ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა უკრაინასთან. ამ ქვეყანასთან ვიზიარებთ საერთო წარსულსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ამ პარტნიორობის დასუსტების ნებისმიერი მცდელობა, ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ევროკავშირი თავისი მომავლის ფორმირების პროცესის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული წევრების ადგილისა და მათი მომავლის გადახედვას გეგმავს, მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს ორ ქვეყანასა და საქართველო-უკრაინის გავლენას ამ გადამწყვეტ განხილვაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველო- უკრაინის მეგობრობის მნიშვნელობას და დაამატა,რომ ასეთი ურთიერთობა აუცილებელია ევროკავშირსა და ნატოში საერთო გზისა და ასევე, შავი ზღვის პროექტების განახლებული მნიშვნელობის ფონზე, რომელიც დამოკიდებულია საქართველოს, უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თანამშრომლობაზე.

 

პოპულალურები