LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტს 10 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

64
1558712502-salome-elCebi2-1024x695

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს: ომანის სასულთნოს, ტაილანდის სამეფოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, პერუს რესპუბლიკის, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის, მალაიზიის, კორეის რესპუბლიკის, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის, ტაჯიკეთის რესპუბლიკის, ფილიპინების რესპუბლიკის არარეზიდენტმაელჩებმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებს მიმართა, საქართველოს ოკუპაციის შესახებ ისაუბრა და საოკუპაციო ხაზის მონახულებისაკენ მოუწოდა.

,,არსებითი საკითხი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა.

თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. საოკუპაციო ხაზი ძალიან სერიოზული საკითხია. დავაფასებთ თუ თქვენ ახლა, ან შემდეგში შეძლებთ ნახოთ როგორ გამოიყურება საოკუპაციო ხაზი, რამდენად ახლოსაა ის ქვეყნის დედაქალაქთან და რას ნიშნავს ის.

მიუხედავად ოკუპაციისა, 2008 წლის ომისა და მიმდინარე ოკუპაციისა, ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის მშვიდობიან, ეკონომიკურ, დემოკრატიულ განვითარებას, ჩვენს გზას ნატო-სა და ევროკავშირისკენ, რომელიც უცვლელია და ჩვენი მთავარი ორიენტირი და მთავარი გზაა.

ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ მოსახლეობისთვის, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს.

ამდენად, არაღიარების პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ჩვენს ამ არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვან მხარდამჭერებად ჩვენს პარტნიორებს მივიჩნევთ და გვსურს, რომ იყვნენ გაერო-ში,,იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ“ რეზოლუციის მხარდამჭერები, მხარი დაგვიჭირონ ამ მშვიდობიანი განვითარების გზაზე, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ აირჩია“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები