LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა ტვირთმფლობელებს კონკურენტუნარიან ტარიფებს სთავაზობს

100
samgzavro-mtavari

საქართველოს რკინიგზა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ტვირთმფლობელებს კონკურენტუნარიან ტარიფებს სთავაზობს.

კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს, აზერბაიჯანს, ცენტრალურ აზიასა და სომხეთს შორის მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ითვალისწინებს ტვირთმფლობელების და ბიზნესის საჭიროებებს და სთავაზობს მნიშვნელოვან სიახლეს – უმოკლეს ვადებში და კონკურენტუნარიანი ტარიფებით საავტომობილო გზავნილების კონტეინერებში გადატვირთვას და სარკინიგზო გადაზიდვების განხორციელებას:

ფოთი/ბათუმი/თბილისი – აზერბაიჯანი

ფოთი/ბათუმი/თბილისი – ცენტრალური აზია

ფოთი/ბათუმი/თბილისი – სომხეთი

საქართველოს რკინიგზა საკონტეინერო გადაზიდვებით უზრუნველყოფს შეუფერხებელ ტვირთბრუნვას და შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად ბიზნესის დაცვას უარყოფითი ეფექტებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები