LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა უსაფრთხოების სისტემების პარალიზებას აანონსებს

100

“საქართველოს  რკინიგზა” აქციის მონაწილეთა ადმინისტრაციის შენობაში ძალით შეღწევის შემთხვევაში,  უსაფრთხოების სისტემების პარალიზებას აანონსებს. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, პროვოკაციების სერია გრძელდება.

”საქართველოს რკინიგზის მიმართ დაგეგმილი პროვოკაციების სერია გრძელდება – რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემების პარალიზება!

საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისში განთავსებულია ცენტრალური სადისპეტჩერო და მატარებელთა მოძრაობის მართვის ცენტრი რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო და სამგზავრო მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებას. ჩვენ ვხედავთ პროვოკაციების სერიას რომელიც დაგეგმილია და ემსახურება რკინიგზის დისკრედიტაციას და საწარმოო პროცესის ჩაშლას, ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდებით შეღწევამ შესძლოა გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემების პარალიზება, რაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს, ვინაიდან საქართველოს რკინიგზით ყოველდღიურად გადაადგილდება ათასობით ადამიანი და მათი უსაფრთხოდ გადაყვანა არის ჩვენი მთავარი მიზანი და საზრუნავი.

ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი დესტრუქციული მოქმედებები აქციის ორგანიზატორების მხრიდან. რკინიგზის ადმინისტრაცია მოუწოდებს აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ ძალისმიერი ქმედებისგან და კარგად გაიაზრონ ის საფრთხე რომელიც არსებობს”, – ნათქვამია ”საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები