LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს რკინიგზა“ წინასაახალწლოდ დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს-რკინიგზა

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით რეისები შესრულდება 28, 29, 30 და 31 დეკემბერს, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 29 და 30 დეკემბერს.
ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877 – გასვლა 08:50, ჩასვლა 14:43, გამოსვლა 17:05, ჩამოსვლა 22:45.

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 – გასვლა 10:30, ჩასვლა 15:30, გამოსვლა 17:10, ჩამოსვლა 22:05.

„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პოპულალურები