LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზამ თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

94
GR foto-1

საქართველოს რკინიგზა საკუთარ თანამშრომლებს ვაქცინაციის პროცესში ეხმარება. კომპანიამ აცრის მსურველები დაარეგისტრირა და მათი ვაქცინაცია ერთ ლოკაციაზე უზრუნველყო.

როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, მსურველი საკმაოდ ბევრია და მათი აცრა ეტაპობრივად მოხდება. პირველი დოზით რკინიგზელები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში აიცრნენ. რკინიგზის თანამშრომლები ამბობენ, რომ პანდემიის პერიოდში ვაქცინაცია საუკეთესო გამოსავალია, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს სიკვდილიანობას და ვირუსის მიმდინარეობის სირთულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები