LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს

2390
fortuna.ge

საქართველოს რკინიგზის 2021 წლის 6 თვის სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 6 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 500 ათასი ტონით აღემატება.

როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, სატვირთო გადაზიდვების 10%-იანი ზრდა, ბოლო 11 წლის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელია.

საქართველოს რკინიგზა ახალი ტვირთებისა და ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების მოძიებაზე სისტემატიურად მუშაობს. 2019 წელს, კომპანიის ინიციატივით სხვადასხვა სარკინიგზო ადმინისტრაციასთან, საზღვაო გადამზიდავებსა და საპორტო ინფრასტრუქტურის მფლობელებთან ერთად შემუშავდა გადაზიდვების ერთიანი პირობები. კერძოდ, დაწესდა ერთიანი გამჭოლი და სეზონური ტარიფები, რის შედეგადაც 2021 წელს პირველ 6 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთნ შედარებით:

  • 95%-ით არის გაზრდილი თურქმენული წარმოშობის ტვირთების გადაზიდვა – მათ შორის არის როგორც ნათობპროდუქტები, ასევე მშრალი ტვირთები (მინერალური სასუქები:, კარბამიდი, გოგირდი და სხვა). მიმდინარე წლის ბოლო თვეებში გაზრდილია საქართველოს გავლით უზბეკური მშრალი ტვირთების გადაზიდვაც.
  • 70%-იანი მატება არის აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ტრანზიტში.
  • რეკორდულად მაღალია ჩინეთი-ევროპის მიმართულების საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა. მიმდინარე წლის 6 თვეში გადაიზიდა 4679 კონტეინერი (TEU), რაც წინა წლის მაჩვენებელს 266 %-ით აღემატება.

 

 

საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯამურად საქართველოს კორიდორით სარკინიგზო ტრანზიტმა საანგარიშო პერიოდში 3,5 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება.

გარდა სატრანზიტო გადაზიდვებისა, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივი გადაზიდვები 21%-ით არის გაზრდილი.

2021 წლის 6 თვის სატვირთო გადაზიდვების სტატისტიკა ბუნებრივია აისახა კომპანიის შემოსავლებზე.

მიღებული შემოსავალი 14%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა არის ბოლო წლების განმავლობაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები