LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

245
M30A2175

„საქართველოს რკინიგზის“ გადაწყვეტილება და დამატებითი შემოსავალი კომპანიის თანამშრომლებს – დღეს გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი კომპანიის დასაქმებულთა ნაწილს შეხვდა. როგორც “ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მათ დასაქმებულებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2020 წლის 1 მარტიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, სახელფასო ანაზღაურება 10 %-ით გაეზრება. გარდა ამისა, ყველა რკინიგზელზე, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა.

“გასულ წელს, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის და მენეჯმენტის მხრიდან დასქმებულებთან შეხვედრების დროს გაიცა გარკვეული დაპირებები, მათ შორის ითქვა, რომ გადაიხედებოდა სახელფასო პოლიტიკა. დირექტორატის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა დამატებითი სარეზერვო თანხების მოძიება და რკინიგზელთა საჭიროებების შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება. „საქართველოს რკინიგზა“ მუდმივად ზრუნავს დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებაზე, ლოიალურობის ამაღლებასა და მათთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამების განხორციელებაზე”, – აცხადებენ მენეჯმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები