LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რომელი დაცული ტერიტორია, შესაძლოა, „მწვანე ნუსხის“ სტატუსის მფლობელი გახდეს

85
samcxeee

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცული ტერიტორიების IUCN მწვანე ნუსხაში კანდიდატი საიტის წარდგენის თაობაზე.

საქართველოს დაცული ტერიტორიების IUCN-ის მწვანე ნუსხაში ნომინირებისთვის, IUCN-ის მოთხოვნის შესაბამისად, შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი (Expert Assessment Group for the Green List – EAGL). ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოხდა IUCN-ის მწვანე ნუსხის ზოგადი ინდიკატორების და მათი გადამოწმების საშუალებების გადახედვა, ასევე შესაბამისი ცვლილებების შეტანა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს და EAGL ჯგუფის მთავარი ამოცანაა, დადგინდეს საქართველოს რომელი დაცული ტერიტორია აკმაყოფილებს IUCN-ის მიერ მოთხოვნილ კრიტერიუმებს და რომელი შეიძლება გახდეს „მწვანე ნუსხის“ სტატუსის მფლობელი.

„მწვანე ნუსხის“ სტატუსი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა და დასტურია იმისა, რომ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და კონსერვაცია მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით ხორციელდება, დაცული ტერიტორიების მართვა კი ეფექტურად ხდება.

IUCN მწვანე ნუსხა წარმოადგენს IUCN-ის ინიციატივას, რომელიც 2014 წლის მსოფლიო პარკების კონგრესზე დამტკიცდა, დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის აღიარების მიზნით. პროგრამის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს დაცულ ტერიტორიებს მიუახლოვდნენ საერთაშორისო სტანდარტებსა და კრიტერიუმებს, შემდეგი მიმართულებით:

კარგი მმართველობა
ფორმირება და დაგეგმვა
ეფექტური მენეჯმენტი
წარმატებული კონსერვაცია

ინფორმაცია IUCN მწვანე ნუსხის შესახებ მოცემულია IUCN-ის ვებ–გვერდზე: https://bit.ly/2DleaJS

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები