LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საგარეო ვალი 18,6 მლრდ დოლარამდე გაეზარდა

38
shutterstock-530884738

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 18.6 მლრდ აშშ დოლარი (53.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2019 წლის მშპ-ს 105.1 პროცენტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 729.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 529.5 მლნ აშშ დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო – 141.6 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 33.9 და სხვა ცვლილებების გამო – 23.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.9 მლრდ აშშ დოლარი (22.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 44.4 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მლრდ აშშ დოლარი (16.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 449.7 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 832.5 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი) და 866.1 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.5 მლრდ აშშ დოლარი (12.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.3 მლრდ აშშ დოლარი (9.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 10.7 მლრდ აშშ დოლარი (30.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 60.5 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.3 მლრდ აშშ დოლარია (12.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.6 პროცენტია.

2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 45.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები – 39.2 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო – ვალი 5.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2019 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 449.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 199.3 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა , რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები