LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

73
მიხეილ სააკაშვილი

16 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა 11:00 საათზე არის ჩანიშნული.

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს უთხრა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების ეშინიათ და სავარაუდოდ, ხვალაც ეცდებიან მიზეზად კვლავ „სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიტანონ“.

ექსპრეზიდენტი სუსტადაა, თუმცა მზად არის, სასამართლოს წინაშე წარდგეს: ნიკოლოზ ყიფშიძე

ადვოკატის შეფასებით, ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება და ხვალინდელი პროცესი, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება.

ბექა ბასილაიას თქმით, ხელისუფლების დისკურსია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში, აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფებოდეს, რომ საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორ ცდილობს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლოს წინაშე წარსდგეს და საჯარო, ღია პროცესზე ისაუბროს. მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის. ამისთვის აკეთებენ ყველა უკანონობას, სასამართლო იქცა სუს-ის ფილიალად.

საზღვრის კვეთის საქმეზე უკვე ლამის ერთი თვეა მიხეილ სააკაშვილს წარუდგინეს ბრალდება, მაგრამ ამ დრომდე სასამართლოში არ წაუღიათ საქმე, რადგან მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა ქართველი ხალხისთვის, საზოგადოებისთვის.

მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე: სასამართლო პროცესების ციხეში გაგრძელებას არ გეგმავს

პროცესი ხვალ ჩანიშნეს და ეცდებიან მიზეზად კვლავ მოიტანონ სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება და ამ საქმეზე ხვალინდელი პროცესი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს.

მათ აქვთ შიში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრების და არც ხვალინდელ პროცესზე არ ეცდებიან მიხეილ სააკაშვილის მოყვანას. სულ მიხეილ სააკაშვილი, რომ ყოფილიყო უაღრესად ჯანმრთელი, ამ პერიოდის მანძილზე მოიმიზეზებდნენ სხვა რამეს და მიხეილ სააკაშვილს არ წარმოადგენდნენ სასამართლოში.

ხელისუფლების დისკურსი არის, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდეს პოლიტიკურ ტყვეობაში, აბსოლუტურ იზოლაციაში, რომ მას არ ჰქონდეს საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა. პროცესზე მიხეილ სააკაშვილს პენიტენციური სამსახური და სასამართლოდ წოდებული სუს-ის ფილიალი არ წარმოადგენს. ამ დაწესებულებაში არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება დგას სერიოზული საფრთხის წინაშე“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს და ველოდებით პასუხს: ადვოკატი

პოპულალურები