ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, 8 ივლისს საქართველოს რაიონებში დაიწყო პროექტი “ზაფხულის კინოსკოლა”.
პროექტი ითვალისწინებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში კინოსპეციალისტების მივლინებას, სადაც 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გაიმართება კინოჩვენებები, მოეწყობა დისკუსიები, კინოსკოლელები გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ფოტოებს და მოამზადებენ პრეზენტაციებს კინოს თემაზე.

პროექტში ჩართულია 25 სოფელი, მათ შორის განმუხურის, ხურვალეთის, ნიქოზის, მეჯვრისხევის, ურავის, მერეთის, ორსანტიისა და ველევის სკოლები.

პროექტის მიზანია საქართველოს რაიონებში კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გაცოცხლება და ადგილობრივი კულტურული სექტორის გაძლიერება.

“ზაფხულის კინოსკოლა” პირველად 2015 წელს განხორციელდა. პროექტს ტრადიციულად უჭერს მხარს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტრურისა და სპორტის სამინისტრო.

მსგავსი თემები