LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საპატრიარქო თვითმარქვია სასულიერო პირებს ამხელს

987
unnamed
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ
საზოგადოებას მიაწოდებენ ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც თავს სასულიერო პირებად წარმოაჩენენ და აღასრულებენ ღვთისმსახურებას, სინამდვილეში კი, საპატრიარქოს განმარტებით,  საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არ აქვთ ღვთისმსახურების ჩატარების უფლება სხვადასხვა მიზეზის გამო.
“მოგაწვდით რეალურ ინფორმაციას იმ ერის ადამიანების თაობაზე, რომლებმაც თვითნებურად შეიმოსეს სასულიერო სამოსი, თავს სასულიერო პირად მოიხსენიებენ და შეცდომაში შეჰყავთ მორწმუნეები.
 ვფიქრობთ, აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება საზოგადოებას, თავი აარიდოს გაურკვევლობას და არ აღმოჩნდეს არაკეთლსინდისიერი ქმედებების მსხვერპლი” – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადებიდან რამდენიმე წუთში საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გასაჯაროვდა ინფორმაცია ერთ სასულიერო პირზე, რომელსაც სამოციქულო ეკლესია არ მიიჩნევს სასულიერო პირად და მას თვითმარქვიას მოიხსენიბს.
“ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ:
 ე.წ. ბერი გაბრიელ კოკოლიშვილი.
ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ბერის სამოსით წარმოდგენილი ახალგაზრდა, ე.წ. ბერი გაბრიელი, თითქოს ლოცავს მორწმუნეებს და უხამსი ლექსიკით მიმართავს საზოგადოებას.
 აღნიშნული პიროვნება არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი, არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია. მისი ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური, იგი აბრკოლებს და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი” – წერია მამხილებელ განცხადებაში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები