LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს შემდეგ სომხეთი – „რაინეარი” ჩვენი მეზობელი ქვეყნიდანაც იფრენს

127
ryanair-aircraft-12-5c8631019f248

საქართველოს შემდეგ „რაინეარი“ უკვე ჩვენი მეზობელი ქვეყნიდანაც იფრენს – სომხეთთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ავიამიმოსვლა 2020 წლიდან დაიწყება.

უკვე ცნობილია, რომ პირველი რეისი 14 იანვარს შესრულდება. საწყის ეტაპზე „რაინეარი“ ერევნიდან ფრენებს რომისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს. ზაფხულის სეზონიდან კი აღნიშნულ ევროპულ ქალაქებს ბერლინიც დაემატება.

შეგახსენებთ, „რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან იწყებს. პირველ ეტაპზე Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს.

საბოლოო ჯამში კი „რაინეარი“ ჩვენი ქვეყნიდან 12 ევროპულ ქალაქში ფრენას გეგმავს.

რაინეარი საქართველოდან 12 ევროპულ ქალაქში იფრენს - ხელშეკრულება გაფორმებულია

"გვაქვს პერსპექტივა, რომ წელს, სამის ნაცვლად 4 ახალი მიმართულებით იფრინოს რაინეარმა საქართველოდან".

ავიაკომპანიის შესახებ

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია RYANAIR-ი 1984 წელს დაფუძნდა. კომპანიის ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის (მოროკო) და შუა აღმოსავლეთის (ისრაელი, ლიბანი და იორდანია) 38 ქვეყნის 1800 მიმართულებით 224 აეროპორტში ოპერირებს.

2018 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები