LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სურს, საქართველო მზად არის – პრეზიდენტი ნატოელ პარტნიორებს

1548255280-სალომე-იენსთან-1024x777

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილს იზიარებს ყველა პოლიტიკური ძალა, მოსახლეობა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და ასევე, ვინც მომავალში იქნება ქვეყნის სათავეში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ასე რომ, არ შეიძლება მისწრაფების, პოლიტიკური სურვილის ამაზე ძლიერი სიგნალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სურვილს იზიარებს ყველა პოლიტიკური ძალა, მოსახლეობა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და ასევე, ვინც მომავალში იქნება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონსენსუსი. ამ კონსენსუსზე ვესაუბრები ყველა პარტნიორს, ვისაც შევხვდები ორმხრივ ფორმატებში. გავიმეორებ, რომ საქართველოს სურს და საქართველო მზად არის, საქართველომ გაატარა ყველა საჭირო რეფორმა, რომელიც მას მოეთხოვებოდა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები