LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს თასი ტორპედოსია: ქუთათურებმა პენალტებით მოიგეს (ვიდეო)

tasi

საქართველოს თასის 29-ე მფლობელი ქუთაისის „ტორპედოა“. ფინალს ბათუმმა პირველად უმასპინძლა და მატჩის ბოლომდე სენსაციური შედეგი ფიქსირდებოდა.

ანგარიში „გაგრამ“ 37-ე ნუგზარ სპანდერაშვილის გოლით გახსნა 1:0. ხაბელაშვილმა 49-ე წუთზე თავური დარტყმით ქუთაისელთა კარის ბადე მეორედ შეარხია და „გაგრა“ ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა – 2:0.

ერთი შეხედვით, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. თუმცა, ქუთაისელთა თავდამსხმელმა მილოშ ლაჩნიმ ჯერ სხვაობა შეამცირა, ძირითადი დროის ბოლო წამზე კი პენალტით დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა 2:2.

მილოშ ლაჩნი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, თასის ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=4bU5vHRvU3U

გამარჯვებული ვერც დამატებულ ტაიმებში გამოვლინდა და ისევე როგორც წინა წელს, ამჯერადაც პენალტების სერია დაინიშნა.

მეტოქეებმა 4-4 დარტყმა შეასრულეს – მხოლოდ გაგრელმა ჯაბა კასრელიშვილმა ააცილა პენალტი და ანგარიში 2:4 იყო, როდესაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან „გაგრას“ ნახევარმცველი სულთანიშვილი მივიდა. მან ზუსტად დაარტყა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა ჩათვალა, რომ ეს წესის დარღვევით გააკეთა და პენალტი თავიდან შეასრულებინა. ამჯერად, სულთანიშვილს „ტორპედოს“ კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ აჯობა, ბურთი მოიგერია და „ტორპედოს“ საქართველოს თასი მოაპოვებინა.

აღსანიშნავია, რომ „ტორპედო“ ზედიზედ მესამედ გავიდა, მეორედ მოიგო და წაუგებელი თამაშების სერია გააგრძელა, ხოლო ქუთაისური გუნდი კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ბოლო სამი სეზონია, ტიტულის მოპოვებას ახერხებს.

 

გაგრა – ტორპედო 2:2 (2:2 ძირითადი დრო, 3:4 პენალტების სერიაში)
გოლები: 1:0 სპანდერაშვილი (37), 2:0 ხაბელაშვილი (49), 2:1 ლაჩნი (75), 2:2 ლაჩნი (90+1)

პენალტების სერია:
0:1 მამუკა კობახიძე
1:1 რატი კაკიაშვილი
1:2 თენგიზ წიქარიძე
1:2 ჯაბა კასრელიშვილი (ააცილა)
1:3 ლევან გეგეჩკორი
2:3 თორნიკე გაფრინდაშვილი
2:4 მილოშ ლაჩნი
2:4 ერეკლე სულთანიშვილი (მეკარე)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები