LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში 2 კაციანი ქორწილები უნდა დაინერგოს – ასეთი ტენდენცია მსოფლიოში უკვე 10 წელია არსებობს“

242
ქორწილ

ივენთ კომპანია  „ლაკა ვედინგის“ დამფუძნებელი ლაკა წერეთელი გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყანაში ორკაციანი ქორწილი დაინერგოს, რომელიც უსაფრთხო და მოსახერხებელი იქნება.
ინიციატივის შესახებ, ლაკა წერეთელმა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

„ვფიქრობ, საქართველოში უნდა შემოვიდეს ახალი ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 10 წელია, არის – ქორწინება 2 კაცზე.

ეს ნიშნავს, რომ წყვილს ექნება ღონისძიება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წყვილს შევუქმნათ ზღაპრული დღე და დავიცვათ ყველანაირი კოვიდრეგულაცია.

ორკაციან ქორწილში კოვიდრეგულაციის დაცვა ძალიან მარტივია. მაგრამ ამ იდეას ბევრი მომხრე არ ჰყავს.
ვფიქრობ, რომ დღეს ეს გამოსავალია. არ ვთქვათ უარი დღესასწაულზე და არ წავშალოთ სიტყვა ქორწილი და ქორწინება.
ბევრმა წყვილმა თავისი ქორწინება პანდემიიდან გამომდინარე გადადო.
ჩვენ ცოტა ხნის წინ აფრიკიდან გვყავდა წყვილი, რომელმაც ქორწილი 2 კაცზე გადაიხადა.
გვყავდა შოტლანდიელი და ყაზახი წყვილი.

ამ ტენდენციას თუ საქართველოში ქართველებიც აუბამენ მხარს, თუნდაც დროებით, ძალიან კარგი იქნება“. – ამბობს ლაკა წერეთელი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე აკრძალვა. მათ შორისარის ქორწილის გადახდაც.
ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქორწილები ის ადგილია, სადაც ბევრი კლასტერი გაჩნდა. მათი თქმით, ქორწილი პანდემიის დასრულებამდე უნდა გადავდოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები