LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 2020 წელს 226 000-მდე მანქანა გაიყიდა: ფასებმა 5%-ით დაიკლო

573
20200402153105

პანდემიურ წელს, საქართველოში ავტომობილების შიდა გაყიდვები შემცირდა. კერძოდ, როგორც Galt & Taggart-ის საავტომობილო ბაზრის შეფასებაში წერია, 2020 წელს საქართველოში ავტომობილების გადაყიდვები წლიურად 18%-ით, 226 ათას მანქანამდე დაეცა.

კვლევაში მითითებულია, რომ ყველაზე მკვეთრი შემცირება მე-2 (-47.9% წ/წ) და მე-4 კვარტლებში (-21.0% წ/წ) იყო, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.

ამავე კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ავტომობილების ფასებზეც. როგორც Galt & Taggart-ში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ავტომობილების გადაყიდვები მკვეთრად შემცირდა (-18% წ/წ), ავტომობილებზე საშუალო ფასებმა მხოლოდ 5%-ით დაიკლო, ზოგიერთ ბრენდზე კი ფასები პირიქით – გაიზარდა. ავტოდილერების განმარტებით, მეორადი ავტომობილების ფასები გაიზარდა ონლაინ ავტო-აუქციონებზე, რაც ბაზარზე პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები