LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 227 კილომეტრის რამდენიმე ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდება

185
201811131803491761316279

2019-2023 წლების განმავლობაში, საქართველოში 227 კილომეტრის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაა დაგეგმილი. ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს.

ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაში. ამიტომ, წარმოვადგენ იმ გეგმებს, ეტაპებს თუ როგორ განხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა. პირველი – აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი არის მარშრუტი წითელი ხიდიდან – სადახლოდან სარფამდე. 2019-2023 წლების განმავლობაში 227 კილომეტრის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაა დაგეგმილი, რომელზეც საორიენტაციოდ 5 მილიარდ 100 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიცია ჩაიდება. აქედან მიმდინარეობს 77 კილომეტრი მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად სრულდება 2019-2021 წლებში. დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები 81 კილომეტრ მონაკვეთზე“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები