LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა: გამოჯანმრთელდა კიდევ 32 ადამიანი

121
positive-1

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 639-ს მიაღწია.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24 საათში 32-ით გაიზარდა და 349-ს მიაღწია.

გარდაიცვლილთა რაოდენობა უცვლელია და კვლავ 11-ია.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4769 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები რაოდენობა კვლავ სამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები