LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 5-სულიან ოჯახს არსებობისთვის 363 ლარი სჭირდება – საქსტატი

106
family-large

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.2 ლარითაა შემცირებული და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 182.3 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საშუალო ოჯახს, აგვისტოში ივლისთან შედარებით, 2.1 ლარით შემცირდა მისი საარსებო მინიმუმიც და 305.8 ლარი გახდა.

ოჯახის ტიპების მიხედვით კი საარსებო მინიმუმი აგვისტოს თვეში ასეთი იყო:

  • ორსულიანი ოჯახისთვის – 258.3 ლარი,
  • სამსულიანი ოჯახისთვის – 290.6 ლარი,
  • ოთხსულიანი ოჯახისთვის – 322.9 ლარი,
  • ხუთსულიანი ოჯახისთვის – 363.3 ლარი,
  • ექვსსულიანი და მეტი ოჯახისთვის – 429.5 ლარი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები