LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება ყველაზე ძვირი გურიაში ღირს

282
0BXVqGp9nLtByjCVeq0a7C942RooP2x8sPvksmWl

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის ივნისში, 2022 წლის აპრილთან შედარებით, 7,5%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7,6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 9,8%-ით შემცირდა. თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიასა (23,9%) და აჭარაში (19,4%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი რაჭაში (-8,5%).

2022 წლის ივნისში, 2021 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 10,2%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8,4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15,2%-ით გაიზარდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო რაჭასა (23,1%) და კახეთში (12,9%), ყველაზე ნაკლები კი ქვემო ქართლში (-32,3%).

2022 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 245 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 110 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 5- ვარსკვლავიან სასტუმროებს, მათმა საშუალო ფასმა ივნისში 519 ლარი შეადგინა. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 702 ლარი შეადგინა, კახეთში – 575, თბილისში – 568, ხოლო აჭარაში – 552 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები