LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული

81

გასულ წელთან შედარებით საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევათა მაჩვენებელი გაზრდილია და 7000-ს გადააჭარბა,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნიზაციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2018 წლის 20 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა, რაც 30-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 7032 აივ/ შიდსის მქონე ადამიანი. რეგისტრირებული შემთხვევები არ ასახავს ქვეყანაში აივ/შიდსის გავრცელების რეალურ სურათს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ადგილობრივი ექსპერტების ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად 11000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია. აივ ინფექციების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, რასაც მოსდევს დასავლეთ საქართველოს რეგიონები – იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი. აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება კახეთში“,- აღნიშნავენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნიზაციის ცენტრში.

დღეს მსოფლიო შიდსით გარდაცვალებულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1983 წლიდან მაისის ყოველ მესამე კვირას აღინიშნება. წელს მისი დევიზია “გავიაზროთ ჩვენი წარსული და მოვემზადოთ მომავლისთვის”