LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ამერიკული ავიაკომპანიების წარმომადგენლები ჩამოდიან – მარიამ ქვრივიშვილი

827
მარიამი 2

ტურისტული პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის ადგილზე გაცნობა და საავიაციო კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა – ამ მიზნით თბილისში ორი მსხვილი ამერიკული ავიაკომპანიის წარმომადგენლები ჩამოვლენ.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამერიკასთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ახლა კი , მარიამ ქვრივიშვილის თქმით, კომპანიები ყველა ინფორმაციის საფუძვლიან ანალიზს ჩაატარებენ და საქართველოში ვიზიტსაც დაგეგმავენ.

ამერიკული United Airlines საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხს შეისწავლის

შეხვედრა ამერიკულ მხარესთან პოზიტიური შედეგით დასრულდა

„მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება პოზიტიურად შევაჯამოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების პირველი ეტაპი“, – აცხადებს ქვრივიშვილი.

მისი თქმით, აშშ-ში ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ვიზიტისას ავიაკომპანიების „იუნაითედ ეარლაინსისა“ და „დელტა ეარლაინსის“ წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოსადმი ინტერესი არის. ორივე ავიაკომპანია იწყებს მიღებული ინფორმაციის საფუძვლიან შიდა ანალიზს და დაიგეგმება მათი ვიზიტი საქართველოში საავიაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ადგილზე შესასწავლად“, – წერს სოციალურ ქსელში ქვრივიშვილი.

მისი თქმით, შეხვედრები ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – შედეგს და პროცესების დაჩქარებული ვადებით მართვას.