LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტირუსული ისტერიის გაგრძელებამ შესაძლოა საპასუხო ზომების მიღება გვაიძულოს – კლინცევიჩი

158
ფრანც კლინჩევიციი

მოსკოვში საქართველოსთან მიმართებაში დამატებით შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს კომიტეტის წევრი, ფრანც კლინცევიჩი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ბოლო ცნობებს საქართველოდან: კინოთეატრებმა რუსულენოვანი და რუსულად თარგმნილი ფილმების ჩვენება შეაჩერეს. ფაქტობრივად, საუბარია რუსულენოვანი მაყურებლების ბოიკოტზე. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ანტირუსული ისტერიის გაგრძელებამ, დამატებითი საპასუხო ზომების მიღება გვაიძულოს, რომელიც ტურისტულ ემბარგოს გასცდება,“ – წერს კლინცევიჩი.

კლინცევიჩი ასევე ამბობს, რომ ბოლო დროის გამოცდილების მიხედვით, რუსი ტურისტების ჩანაცვლება ძლიერი ტურისტული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანამაც კი ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები